იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, ის „მიხეილ სააკაშვილს მრჩევლად არავის უსურვებდა.
"ვფიქრობ, რომ სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია ვის დანიშნავს საკუთარ მრჩევლად, თუმცა მე პირადად მიხეილ სააკაშვილს არავის ვუსურვებდი მრჩევლად", - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, პეტრე პოროშენკოს მრჩეველი გახდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად უკრაინის პრეზიდენტი ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მის მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად იქნებიან.
“დღეს შემიძლია, ერთი ინფორმაცია გაგიმხილოთ, ჩემს მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, თუ ვინ – ეს ჯერ ინტრიგად დარჩეს”, - აღნიშნა პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






