ირაკლი ალასანია: ,,სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს"
პოლიტიკა - 15:58, 26 May, 2014     1287
სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისუფლების მოედანზე , 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალასანიამ ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"დღეიდან თქვენი ცხოვრება თვისობრივად იცვლება. დღეიდან თქვენ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ.

მე მინდა განსაკუთრებულად სწორედ დღევანდელი დღე მივულოცო მათ ვინც ფიცი დადეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, დღეიდან თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი, ეს არის დევიზი, რომელიც თქვენს გენეტიკურ კოდში დევს. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, 96 წლის წინ აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ეს დღე არის სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული.

"მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურესთვის ეს არის პირადი ზეიმი. იმიტომ, რომ სწორედ თქვენ დგეხართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, რომ იყოს დაცული თქვენი თავადადების, თქვენი სულიერი სიმტკიცის და თქვენი გამბედაობის უშუალო საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენს დიდ და მტკიცე ოჯახში - საქართველოს შეიერაღებულ ძალებში. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და ჩვენი საქართველოს მფარველი", - მიმართა ალასანიამ წვევამდელებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42