პრეზიდენტმა მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 15:54, 26 May, 2014     1144
ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და არც ერთი წამით არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას , - განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე, საზოგადოების და შეირაღებული ძალებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მან მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. 1918 წელს, 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მაშინ ქვეყნის მოწყობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დასახეს. მაშინ ვთქვით, რომ გვსურს დავდგეთ ერთ ერად სხვა ერთა შორის და გავაკეთეთ კიდეც ასე. სამწუხაროდ, პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ ერთად, რადგან ის ეფუძნებდოდა 1991 წელის 31 მარტის რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე მონაწილებდა. დღეს მინდა თბილისიდან მადლობა ვუთხრა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზე მაშინ აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით. მინდა ვუთხრა მათ, რომ იმ ემოციას, რომელიც იყო 23 წლის წინ, რომ საქართველო განვითარდება, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, არც ერთი წამით არ შევანელებთ, ამ ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და ჩვენ არც ერთი წამით არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება.

"ის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. დღეს ჩვენი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია, დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობის შესახებ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არიან მავთულხლართებს მიღმა, მაგრამ მაშინაც და ამ 23 წლის განმვალობაშიც ჩვენ ნათლად გამოვაჩინეთ ჩვენი ურყევი ნება, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი და ასეთი გაგრძელდეს საუკუნოდ. ჩვენ ეს ნება ასობით გმირის თავდადებული ბრძოლით განვამტკიცეთ და დღეს დავაჯილდოებთ ამ გმირებს – დავაჯილდოებს მათ, ვინც დაეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე იმ გმირებს, ვინც გამოიჩინა თავი ISAF-ის მისიაში. დიახ, დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია და აუცილებელი წინაპირობაა შემდეგი წინსვლისთვის, მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი – მიზანი არის თავისუფლება", - განმარტა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42