შს მინსიტრმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენები დაათვალიერა
პოლიტიკა - 15:51, 26 May, 2014     1140

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენას პირადად ეწვია და შსს-ს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენებიც.

შსს-მ ე.წ. „იმელი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 13 დასახელების, მათ შორის, საბრძოლო დანიშნულების მანქანა: ჯავშანმანქანები – „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“, საპატრულო პოლიციის ავტომანქანები – „შკოდა ოქტავია“, „მინი კუპერი“, „ფორდი“, „პიკაპი“, მოტოციკლი, დაცვის პოლიციის ჯავშანმანქანა, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლი, სახანძრო მანქანა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბურანი გამოიყვანა. ასევე წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მოძრავი ლაბორატორია და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის (თითის ანაბეჭდების აღების) დემონსტრირება ადგილზე მოეწყო. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა წარმოადგინა: “GPS ტრეკერები”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს, სატელიტური სისტემის საშუალებით ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრით უზრუნველყოფს და განგაშის (ე.წ. “SOS”) ღილაკები, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს. ტენტით გადახურულ საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო შს სამინისტროს სხვადასხვა ტიპის შეიარაღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42