ლალი მოროშკინა საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი "ფეისბუქის" მეშვეობით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. აღნიშნულ მიმართვას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონო ირაკლი, ვარ ეთნიკურად რუსი, მაგრამ სულით ხორცამდე ქართველი და ორი ქართველი ვაჟკაცის დედა. მინდა მოგახსენოთ, თუ რატომ მიიღო ჩემმა ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობის დატოვების გადაწყვეტილება: მე ვარ პროფესიით ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 10 წელი მიმყავდა რუსული და ქართული საინფორმაციო გადაცემები. შემდეგ დავინიშნე სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. 2003 წელს, სააკაშვილის რეჟიმთან შეუთავსებლობის გამო, უარი ვთქვი თანამდებობაზე და ჩავერთე რეჟიმთან ბრძოლაში. ჩემი ოჯახის ყველა წევრი იყო რეპრესირებული და უმუშევარი. გახლავართ 2009 წლის 6 ნოემბრის მოვლენების დაზარალებული. 2009 წელს გამოვეცი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც ვამხილე რეჟიმის მანკიერი მხარეები. გერმანულ ენაზე ნათარგმნი წიგნი გოეთეს ინსტიტუტის დირექტორთა საბჭომ აღიარა 2010 წლის 8 საუკეთესო ნაწარმოებს შორის. 2011 წელს გამოცემულ წიგნში - „გისოსებს მიღმა საქართელოა“, ავღწერე პატიმრების წერილებში მოყოლილი ციხის მძიმე და გაუსაძლისი ყოფა. წიგნი აიკრძალა.
2012 წელს, ყოველივე ზემოაღნიშნული ტელეეკრანებიდან ნახა საქართველოს მოსახლეობამ და დაიწყო რეჟიმისგან საბოლოოდ გათავისუფლების პროცესი. მე ვიყავი პირველი, ვინც შევიდა ციხეში 21 სექტემბერს და რეჟიმის სხვა უკანონო პატიმრებთან ერთად ვინახულე თქვენი სიმამრი, თამაზ თამაზაშვილიც. ჩვენ ერთად შევძელით გლდანის ბუნტის თავიდან აცილება. ალბათ, რომ არა პირველი ოქტომბერი, მეც გისოსებს მიღმა აღმოვჩნდებოდი.
მწუხარებას გამოვხატავ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში პროტესტს არ გამოთქვამდნენ და კოჰაბიტაციაც, ჩემგან განსხვავებით, მარტივად და სიამოვნებით მიიღეს.
2013 წლის 5 ნოემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა საკუთარ მრჩევლად დამნიშნა, თუმცა მე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობა ვარჩიე და წელიწადნახევარი თავდაუზოგავად ვიშრომე ორ თავმჯდომარესთან ერთად - მაია ხასიასთან და მიხეილ ღურწკაიასთან ერთად. ასევე ვაპირებდი მუშაობის გაგრძელებას დიმიტრი დარბაისელთან, თუმცა მან ეს არ მოინდომა, და შემომთავაზა თავისუფალი გრაფიკი.
ცოტა ხანში დარბაისელსა და მის გუნდში ამოვიცანი ის ხალხი, ვის მიერ დაზარალებულიც თავად გახლდით.
გავითვალისწინე რა თქვენი მოწოდება, გამოგვევლინა "ნაციონალური" რეჟიმის სისხლის სამართლის დამნაშავეები სტრუქტურებში, მივედი უშიშროების სამსახურში, სადაც გადავეცი ყველა საჭირო ინფორმაცია და წარმოიდგინეთ, როგორი იყო ჩემი გაოცება, როდესაც ამ ინფორმაციამ „გამოჟონა“ "ნაციონალური მოძრაობისგან". შემდგომში კი გაირკვა, რომ ადამიანი, რომელიც მე მესაუბრა, სუსი-ს უფროსი, მალხაზ ჩიკვილაძე, აღმოჩნდა ვასილ სანოძის ყოფილი პირველი მოადგილე, ანუ "ნაცმოძრაობის "მაღალჩინოსანი. ოთარ კუპრაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის მოადგილე მარწმუნებდა, რომ დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებდნენ სისტემაში დაფიქსირებულ პრობლემებზე, მათ შორის, სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის საგანგაშო დასკვნაზე.
ბატონო ირაკლი, ჩვენ ნამდვილად თავდაუზოგავად ვიშრომეთ. სოზარ სუბარიც, გიგა გიორგაძეც, აჩიკო თალაკვაძეც, ნათია ლანდიაც, მაია ხასიაც, მიხეილ ღურწკაიაც და დეპარტამენტის 4 ათასი თანამშრომელი დღე და ღამეს ასწორებდა, მაგრამ არ გვიწუწუნია და სამშობლოსთვის თავი არ დაგვიყვედრებია.
ძალიან გასაკვირი იყო, როცა თქვენ დიმიტრი დარბაისელს ვაჟკაცობა შეუქეთ და პრემიების უზომო რაოდენობა მძიმე შრომის ანაზღაურებად შეუფასეთ. დარბაისელმა სისტემა რეაბილიტირებული და ფეხზე დაყენებული ჩაიბარა. გაურკვეველია, რაში გაიწერა 3 კვირის მოსულ გუნდზე 3 მილიონამდე ლარი? და ეს მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებლით (დანარჩენი ინფორმაცია, კანონის უხეში დარღვევით, არ საჯაროვდება).
გუნდი, რომლის დატოვებაზეც სისტემაში თქვენ ისაუბრეთ, ფოტოებით, ვიდეოებით და ჩანაწერებით იდენტიფიცირებული ზონდერების ჯგუფია!
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩემი მეუღლე, ირაკლი ჯაფარიძე ბაჩო ახალაიას პირადი პატიმარი გახლდათ. ოჯახს გაუყიდეს ქონება, მანქანებიდან ჩამოსვეს ძმისშვილები და თავად ირაკლის, რომელსაც ყოველ 2 წელიწადში უმატებდნენ სასჯელს, დამიზნებით ესროლეს 2006 წლის ციხის ბუნტის დროს, ის გადარჩა, ხოლო ორი თანასაკნელი, მათ შორის საკუთარი ნათლული ხელში ჩააკვდა და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა ამ პროცესებში, დღესაც ისევე, როგორც სხვა 320 ათასი მსჯავრდებული, გისოსებს მიღმა იქნებოდა!
დღეს ჩვენს ოჯახს ემუქრებიან, აშანტაჟებენ, სდევნიან, რისი ფაქტობრივი მასალაც გვაქვს და მოგაწვდით. ვაკის პოლიციაში, დაფიქსირებულია ჩემი საჩივარი (21.04.2014). ზონდერების ბიოგრაფიების და კორუფციული სქემის გასაჯაროების შემდეგ, პირდაპირ ეთერში მოვისმინე საკუთარი თავის გათავისუფლების ამბავი, სამსახურში არგამოცხადების მოტივით. პირადად ჩემს მიმართ დაირღვა საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“,
კანონი „სიტყვის და აზრის გამოხატვის შესახებ“, კანონი „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ“, რაზეც შევიდა საჩივარი სახალხო დამცველი ოფისში (23.04.2014).
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე, ლალი მოროშკინას (ოჯახითურთ), მაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, დავტოვო ის ქვეყანა, სადაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა რიგი კანონდარღვევებისა, მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი და განვაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა ევროპის რომელიმე ქვეყანაში. მე ვესაუბრე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. ასევე გადავეცი საჭირო ინფორმაცია და ჩვენი საბუთები ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროკომისრის, ნიილ მუჯენექსის პირველ მოადგილეს, კრისტინ მარდიროსიანს და წამების კომიტეტის ხელმძღვანელს, ბოიანა ურუმოვას. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი და ველი თქვენთან შეხვედრას.
პატივისცემით, ლალი მოროშკინა 25.04.2014 წელი. ჯერ კიდევ თბილისი, საქართველო",- წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






