თავისუფლების დაცვა საჭიროა ყოველდღიურად, ყველგან და ყველა ხერხით, მისთვის ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის - გაღების ჩათვლით, თუ ეს საჭირო გახდა, - წერს ნიკა რურუა ,,ფეისბუქის“ გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
,,თავისუფლება იქ ვერ ნარჩუნდება, სადაც მას უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს ფასეულობად არ მიიჩნევენ. მისი დაცვა საჭიროა ყოველდღიურად, ყველგან და ყველა ხერხით, მისთვის ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის - გაღების ჩათვლით, თუ ეს საჭირო გახდა. ამიტომ არა მხოლოდ გილოცავთ დამოუკიდებლობას, არამედ მისთვის ყოველდღიური ბრძოლისკენ მოგიწოდებთ: შრომით, ფიქრით, საქმით და სიტყვით, კალმით, თოფითა და წიგნით. დავიცვათ საქართველოს თავისუფლება - დღეს ის ამ თაობების ხელშია. მომავალი თაობების ბედი კი ყოველი ჩვენგანის საქციელზეა დამოკიდებული. დიდება თავისუფლებას“, - წერს კულტურის ყოფილი მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






