ვანო მერაბიშვილი:აღლუმის ჩატარების ტრადიცია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება
პოლიტიკა - 14:08, 26 May, 2014     854

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს მერაბიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღესასწაულია. ეს არის დღესასწაული, როდესაც ჩვენ პირველ რიგში ვიხსენებთ იმ დაღუპულ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაწირეს თავი.

სხვა მრავალ მიზეზთა შორის, სწორედ ამ გმირებისთვის პატივის მიგებას და მათ გახსენებას ემსახურებოდა სამხედრო აღლუმი, რომელიც ტრადიციულად ტარდებოდა დამოუკიდებლობის დღეს. გარდა ამისა, სამხედრო აღლუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისთვის. ძალიან სამწუხარია, რომ ის, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა მტერმა ვერ მოახერხა ძალადობით 2011 წელს, ხორციელდება დღეს, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ და ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება.

აღლუმი და საკუთარი პროფესიული დღის აღნიშვნა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიციელების განწყობისთვის, რომელთა დასუსუტებამ და დემორალიზებამ უკანასკნელ პერიოდში, გამოიწვია დანაშაულის მკვეთრი მატება და ამას ნათლად ხედავს თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად იმისა თუ როგორ სტატისტიკას „დახატავს“ მთავრობა. სამწუხაროა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამ ტრადიციაზეც უარი თქვა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს და იმედს ვიტოვებ, რომ დროთა განმავლობაში იგი სათანადოდ იქნება დაფასებული“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42