ბარაკ ობამა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 10:50, 26 May, 2014     1236

აშშ პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ბარაკ ობამას მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილშია საუბარი.

"ძვირფასო, ბატონო, პრემიერ-მინისტრო! საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს, საქათველოს დამოუკიდებლობის დღეს. ბოლო წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უდგას მხარში საქართველოს, სადაც ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ქვეყნის ისტორიაში პირველად დასრულდა ძალაუფლების საკონსტიტუციო გზით გადაცემის პროცესი და დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება ქმნის საფუძველს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და მზარდი პარტნიორობისათვის. იმედის თვალით შევყურებ თანამშრომლობას თქვენთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის პროცესში. მომავალი ადგილობრივი არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი ხელმოწერა უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მართლაც შთამბეჭდავი წინსვლის ნათელსაყოფად.

ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში თქვენი თებერვლის ვიზიტის დროს. როგორც უკვე ითქვა შეხვედრის დროს, ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მომდევნო წლებში რეფორმებისადმი ასეთი ერთგულება უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტირების და ადამიანებს შორის კონტაქტების სფეროებში ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. ვდგავართ რა რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების წინაშე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გაუწევს მძლავრ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს! ბარაკ ობამა", - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42