რატომ დაჰქონდა იარაღი მამუკა ხერხეულიძეს
პოლიტიკა - 09:58, 26 May, 2014     1450

ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ირგვლივ ატეხილი ხმაური ჯერაც არ იყო ჩამცხრალი, რომ ქალაქის შუაგულში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მწერალი მამუკა ხერხეულიძე. მას პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე "ანტრეში" ესროლეს.

რა გახდა ხერხეულიძის დაჭრის მიზეზი? „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ მომხდარი დაახლოებით ერთი წლის წინანდელ ინციდენტს უკავშირდება, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ მოგიყვებით. მანამდე კი გეტყვით, რომ მწერალს სამი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. როგორც „ანტრეს“ მენეჯერმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მამუკა ხერხეულიძე კაფეში მარტო იმყოფებოდა.

"მამუკა ჩვენი კაფეს ხშირი სტუმარია, რადგან მეზობლად ცხოვრობს. ის მარტო იყო შემოსული. ყავა და წყალი აიღო და გარეთ მაგიდასთან დაჯდა. ზუსტად რა მოხდა, ვერ დავინახეთ, ერთ-ერთმა კლიენტმა დაჭრილი ხერხეულიძე შიგნით შემოიყვანა, მას ფეხიდან სისხლი სდიოდა. ინციდენტის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. ხერხეულიძე ბოლომდე კონტაქტური იყო, მას გონება არ დაუკარგავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა", – ამბობს "ანტრეს" მენეჯერი.

შსს-მ მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრაში ბრალდებული მალევე დააკავა. ის 1985 წელს დაბადებული გიორგი ნიჟარაძე აღმოჩნდა, რომელსაც ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წაუყენეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, 1959 წელს დაბადებული მამუკა ხ. ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს", – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აქვე ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ თავად მამუკა ხერხეულიძესაც წაუყენა ბრალი, ვინაიდან მას შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა.

"სამართალდამცველებმა მამუკა ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება გიორგი ნ-ს მიმართ – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხოლო მამუკა ხერხეულიძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს", – აცხადებენ შსს-ში.

ახლა კი, რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც ამ დრომდე არ გახმაურებულა და რომლითაც შესაძლოა, აიხსნას ის, რატომ დაჰქონდა იარაღი მამუკა ხერხეულიძეს. მოკლედ, როგორც „პრაიმტაიმს“ ხერხეულიძეების ოჯახის ახლობელი უყვება, გიორგი ნიჟარაძესთან კონფლიქტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ სუფრაზე მამუკა ხერხეულიძე ნიჟარაძის მამის, ვლადიმერ ნიჟარაძის ადგილას დაჯდა. ამას სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. პირი, რომელმაც ამის შესახებ გვიამბო, თავად ესწრებოდა ინციდენტს. მაშინ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, გასული წლის მაისში, შელაპარაკება ამჯერად მამუკა ხერხეულიძის ვაჟსა და გიორგი ნიჟარაძის შორის მოხდა. მაშინ გიორგი ხერხეულიძემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ნიჟარაძე.

25 წლის გიორგი ხერხეულიძე პოლიციამ დააკავა და მას სასამართლოს მიერ პირობითი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა რამდენჯერმე იყო მუქარა ნიჟარაძის მხრიდან. როგორც ჩანს, ის შურისძიებისთვის ხელსაყრელ მომენტს არჩევდა. ამბობენ, რომ შესაძლო ვენდეტას თაობაზე ცნობილი იყო მწერალ მამუკა ხერხეულიძისთვის და სწორედ ამიტომაც დადიოდა ის ქუჩაში იარაღით.

ნიჟარაძეებსა და ხერხეულიძეებს შორის დაპირისპირების დეტალების გასარკვევად ჩვენ ორივე ოჯახს შევეხმიანეთ. გიორგი ნიჟარაძის მამამ, ვლადიმერ ნიჟარაძემ გვითხრა, რომ მისი შვილი "სრულწლოვანი ადამიანია და საკუთარ საქციელზე პასუხს თავადვე აგებს". ვლადიმერ ნიჟარაძე ამბობს, რომ კონფლიქტის დეტალების შესახებ თავად ინფორმირებული არ არის.

კომენტარისგან თავი შეიკავა მამუკა ხერხეულიძის მეუღლემ, ქალბატონმა მაიამაც. მისი თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არ სურს „არასამართლებრივი ტერმინოლოგიით საუბრით ვინმე შეცდომაში შეიყვანოს“.

რაც შეეხება მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მისმა მეუღლემ განგვიმარტა, მამუკა ხერხეულიძე მკურნალობას სახლში განაგრძობს და თავს უკეთესად გრძნობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42