გაძვირებული წამლები და პრობლემები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
პოლიტიკა - 13:14, 25 May, 2014     1637

საქართველოში მედიკამენტების საგრძნობ გაძვირებასა და საყოველთაო ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, უწყების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ის კონკრეტული შეთავაზებები, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქალაქეთა მოთხოვნებს უპასუხებს.

"საქართველოს სტატისტიკის სამმართველოს, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და აგრეთვე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ განვლილი დღეების განმავლობაში ვამტკიცებდით და რასაც კატეგორიულად უარყოფდა ჯანდაცვის სამინისტრო. საქართველოში წამლები გაძვირებულია და ეს ძალიან კარგად იცის ყველა იმ ოჯახმა, რომელსაც თვეში რამდენიმე ათეული და ზოგჯერ რამდენიმე ასეული ლარის მედიკამენტი სჭირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყურადღიღოს ჩვენი კონკრეტული შეტავაზებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გადაეწყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისე, რომ მან ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს უპასუხოს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბრეაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემა არსებობს არა მხოლოდ მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომელიც, ჭიაბერაშვილის განმარტებით, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

,,ჩვენ მუდმივად მივაქცევთ საზოგადოების ყურადღებას საიმისოდ, რომ თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფოსგან მიიღოს ის, რასაც დღევანდელი თავრობა და ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა. სამწუხაროდ დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ან მთლიანად ვერ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ან ძალიან ბევრი ელემენტია, როდესაც ადამიანებს თვისი ჯიბიდან უწევთ ფულის გადახდა. სამწუხაროდ, ჟურნალისტურმა გამოძიებამ, ექსპერტებმა და სტატისტიკის სამმართველომ დაადასტურა მედიკამენტებზე ფასების მომატების ფაქტი", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42