რუსთავის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა ბრიფინგზე რუსთავში მომხდარ ინცინდენტზე ისაუბრა. მან დაასახელა ის პირები, რომლებმაც 24 მაისს რუსთავში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ აქცია გამართეს და კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
,,ესენი არიან მერიის მაღალჩინოსნები და მათი უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ქართული ოცნების პარტიულ სიას რუსთავში. ამ მასალებს წარვუდგენთ უწყებათაშორის კომისიას და მათგან რეგირებას ვითხოვთ. ეს ადამიანები არ არიან ორიენტირებული ქვეყნის და რუსთავის განვითარებაზე, მათ უსაქმურობას და არაკომპეტენტურობას ჩემი მხრიდან მინდა დავუპირისპირო საქმის კეთება, რუსთავის განვითარების ხედვა და იმ პრობლემების მოგვარების გზების ძიება, რომელიც რუსთაველებს დღეს აწუხებთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მამუკა ჩიქოვანმა მისი კონკურენტი ,,ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მომავალზე და პრობლემებზე სასაუბროდ დებატებში გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






