თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულმა მერმა „მოამბეს“ პირდაპირ ეთერში დღეს, რუსთავში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა:
“საქართველოს 8 ქალაქში ერთად ორკესტრირებულად ერთი და იგივე ატრიბუტით, კვერცხით მომარჯვებული აქტივისტები, ეს მმართველი პარტიისგან იმართება, კვერცხი ამ პარტიის სიმბოლოდ გადაიქცა, მათ მმართველობის სტილი ძალიან მსგავსი აქვთ „კვერცხულის“, ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან ბევრ სხვა სიკეთეს ელოდა, მათ იმედი გაუცრუვდათ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ურცხვად დატოვა თანამდებობა, მაგრამ ძალაუფლება მაინც დაიტოვა და ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ოპონენტებს.
კარგი იქნება თუ პოლიტიკური ელიტა შევთანხმდებით, რომ დაპირისპირების გზით არ ვიაროთ. დღევანდელი ვითარება უწინდელისგან იმით განსვავდება, რომ პოლიტიკური ელიტა ამ ყველაფრის გამართლებას და „გაპრავებას“ ცდილობს. ცდილობენ შეფუთონ, ხელისუფლება, რომელიც იძახის „რა ვქნათ“ და ასხივებს იმას, რომ უსუსურია, ეს არის სწორედ პრობლემა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






