დღეს, მედია საშუალებებით გავრცელებულ ქ. რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიმართავს ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიცავს საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობას.
მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც დააზიანებს საარჩევნო გარემოს და თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესის მიმდინარეობას და უზრუნველყონ აღნიშნული მიზნის ეფექტური განხორციელება.
მასალის გამოყენების პირობები






