ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ–ერთი მთავარი მიზანია მივხედოთ სოფელს
პოლიტიკა - 17:48, 24 May, 2014     1421

ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს სოფლის გაძლიერება წარმოადგენს:

„თქვენ ძალიან მშრომელი ხალხი ხართ და მე ამაყი ვარ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ ასეთი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ რეგიონში. დარწმუნებული ვარ, თქვენ დიდ წვლილს შეიტანთ იმ საქმეში, რასაც საქართველოს აღმშენებლობა ჰქვია. თქვენი ჩართულობის გარეშე, ის საერთო კეთილდღეობა, რაც ჩვენ გვინდა, რომ მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას, მიუღწევადი იქნება. ჩვენი სოფლის მეურნეობა, ახალციხელების, ადიგენელების, ახალქალაქელების, ბორჯომელების გარეშე წარმოუდგენელია.

ყველამ კარგად ვიცით ამ მიწის და თქვენი მარჯვენის ფასი. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ–ერთი მთავარი მიზანია მივხედოთ სოფელს, რადგან ქვეყნის გაძლიერება მხოლოდ სოფლის გაძლიერებით იწყება. ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტების გაცემა და ამან თავისი შედეგი მოიტანა. ასეთი იაფი აგროსესხის წყალობით ჩვენ გვექნება პირველი მსხვილფეხა საქონლის საჯიშე მეურნეობა საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მე ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ იაფი აგროსესხებით თქვენ მართლაც კარგი შესაძლებლობები გაქვთ, რომ საკუთარი მეურნეობა განავითაროთ. სოფელში ხალხი ამოისუნთქებს და საკუთარი შრომით თავადაც ნახავს სარგებელს და სხვასაც დაასაქმებს.

1 ივნისს დაიწყება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში ტრადიციული ადგილობრივი წარმოების აღდგენას. ეს გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც უცხოურს გაუწევს კონკურენციას და ყველასთვის იქნება საამაყო. ეს ჩემი ოცნებაა და ვიცი რომ თითოეული ქართველის ოცნებაცაა“,– განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42