საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაკვირვებას გამოტქვამს იმასთან დაკავშრებით, თუ რატომ თუ რატომ დასახელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ სამინისტროდ.
„ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან არავისთვის უარი არ გვითქვამს არანაირ ინფორმაციაზე. ხანდახან არის ძალიან უცნაური მოთხოვნები. მაგალითად, პირადი მიმოწერის გასაჯაროება. თუ ასეთი რამეა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში, ვერ გეტყვით. რომელიმე ქვეყანა თუ იცით თქვენ, სადაც მინისტრის თუნდაც სახელმწიფო ოფიციალურ მეილზე მიმოწერა შეიძლება გასაჯაროვდეს? თუკი ასეთს მეტყვით, კი ბატონო, ვიტყვი, რომ რაიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ მგონია, რომ ყველა მიმოწერაში არის პირადი და ოფიციალური ნაწილი და არა მგონია, სწორი იყოს პირადი მეილის გასაჯაროება.
დანარჩენი მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა რაიმეზე, მივლინებებზე, საბიუჯეტო დანახარჯებზე ინფორმაციაზე უარი გვეთქვა, ამიტომ ვარ ძალიან გაკვირვებული, რაღა დაგიმალოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






