ირაკლი ღარიბაშვილმა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანი მოინახულა
პოლიტიკა - 13:01, 24 May, 2014     1661

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანი მოინახულა. შპს მარაბდა-კარწახის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ბიჭიაშვილმა პრემიერს სარკინიგზო მონაკვეთზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო–სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა. მისი განმარტებით, პროექტის განვითარება ხდება შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე და დასრულდება დაგეგმილ დროს. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგად ქვეყნის ტვირთბრუნვა და სატრანზიტო შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც უდიდეს სტიმულს მიცემს ეკონომიკურ ზრდას.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია აზია-ევროპის სარკინიგზო დერეფნის განვითარება, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რომელიც შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვარი - 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის მშენებლობა 2008 წელსდაიწყო. 2014 წლის ბოლოსათვის დაგეგმილია სატესტო/სამუშაო მატარებლის გავლა, ხოლო პროექტის დასრულება იგეგმება 2015 წლისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42