ესტონური კომპანია Skinest Group-ი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს
პოლიტიკა - 10:46, 24 May, 2014     1060

ესტონური კომპანია Skinest Group-ი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის დამფუძნებლის, ოლეგ ოსინოვსკის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

Skinest Group-ის ერთ-ერთი კომპანია AS Skinest Hydro აჭარის რეგიონში, კინტრიშში 100 მეგავატი სრული დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტში კომპანია 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოლეგ ოსინოვსკის ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესმა თავი დაცულად იგრძნოს.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-ესტონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლეგ ოსინოვსკის შეხვედრას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42