ნიკა მელია: მე მქონდა გარკვეული პრეტენზიები წინა ხელისუფლების მიმართ...
პოლიტიკა - 23:36, 23 May, 2014     2424

ნორმად იქცა, როდესაც გეუბნებიან, რომ 2007 წელს ნოემბერში დარბევაში ვირებდი მონაწილეობა, მაშინ როცა ვიყავი სტუდენტი და არ ვიყავი საქართველოში, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა.

ნიკა მელიამ ყოფილი ხელისუფლების შეცდომებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იყო დრო, როცა ის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 2008 წელს იპოდრომზე.

„მე ვრძნობ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, როგორც რიგითი მოქალაქე. იყო შეცდომები და გადაცდომები, მათ შორის დანაშაულებრივი შეცდომებიც, ტრაგდია ნამდვილად არ არის ის, რომ წინა ხელისუფლებამ დაკარგა მმართველობა, ტრაგედია არის ის, რომ ქვეყანას ჰყავს ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ვერ წაიყვანს წინ.

მე ვფიქრობ მარცხმა რეალურად მოიტანა პოზიტივი, მეტი პოზიტივის მომტანი იქნებოდა, ეს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ქმედითი. ეს იყო ხელისუფლებას, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, დღეს ფაქტია, რომ 2012 წელს ბევრად უკეთესი ქვეყანა გადააბარა, ვიდრე ჩაიბარა. არასაკმარისი კონტროლის მექანიზმი იყო განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, მე მქონდა გარკვეული პრეტენზიები წინა ხელისუფლების მიმართ, მიმიღია მონაწილეობა ანტისამთავრობო აქციაშც, თუნდაც 2008 წელს იპოდრომზე.

როდესაც აკეთებ ანალიზს და პროპორცია არის რამდენი სიკეთე შეიქმნა და რამდენი შეცდომა დაუშვეს, გაცილებით მეტი სიკეთე შეიქმნა. მე ვიბრძვი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და დარწმუნებული ვარ იმ ყველაფერ კარგს მე დავამატებ კიდევ უფრო მეტ სასიკეთოს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ნიკა მელიას თქმით, მას აქციების დარბევას და ზონდერობას აბრალიან, მაშინ როცა იმ წლებში ის საქართველოშიც არ იმყოფებოდა.

,,რა არ დამაბრალეს მას შემდეგ რაც გავხდი კანდიდატი, ის, რომ ვიყავი ზონდერი, ვარბევდი აქციებს, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ნორმად იქცა, როდესაც გეუბნებიან, რომ 2007 წელს ნოემბერში დარბევაში ვირებდი მონაწილეობა, მაშინ როცა ვიყავი სტუდენტი და არ ვიყავი საქართველოში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42