მიხეილ სააკაშვილის წარსულ მოღვაწეობასა და დღევანდელი პრემიერის და პრეზიდენტის კინკლაობაზე გაამახვილა ყურადღება გადაცემა ,,რეაქციაში“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
„მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, ის მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც ქვეყანა იყო უფსკრულის პირას, ვერავინ ვერ უარყოფს რომ მან საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ სახელმწიფოს, მას ახლა პოლიტიკური პაუზა აქვს აღებული და ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება დღეს არსებულ პრეზიდენტს და მის ურთიერთობას დღევანდელ მთავრობასთან და მათ სასაცილო კინკლაობას სამქის კეთებასთან დაკავშრებით, ეს მართლაც სასაცილოა. ისინი დაკავებულნი არიან საბავშვო ბაღისთვის დამახასიათებელი თამაშებით. რა საკითხზე უნდა იყოს დებატები ვინ მოაწერს ხელს და რომელ შენობაში ისხდებიან?“ - განაცხადა ბოკერიამ და ხელისუფლებას წარსულზე საუბრის ნაცვლად, საქმის კეთება ურჩია.
,,ამ არჩევნებზე უნდა ავირჩიოთ ხალხი, რომლებიც გადაწყვიტავს იმ პრობლემებს, რაც ადრეც გაგვაჩნდა და ასევე შექმნა ამ უნიათო გუნდმა. უნდა შეეშვნენ წარსულზე ლაპარაკს და დაიწყონს საქმის კეთება“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მთავარი შეცდომა წინა ხელისუფლების იყო ის, რომ არა არსებობდა საკმარისი პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები.
,,ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინ იდგა, იყო რევოლუციური და მათი სწრაფად გადაწყვეტა სწორი მეთოდი იყო. დღეს ამის გამოციდლება გვაქვს, დღეს საქართველო წავიდა წინ, მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გააკეთებს საქმეს და არ იცის, როგორ უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






