რატომ თქვა გიგი უგულავამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი
პოლიტიკა - 22:55, 23 May, 2014     1689
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა განმატავს, თუ რატომ თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი.

უგულავა დარწმუნებულია რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელია გაიმარჯვებს.

„მე არ ვიყარე კენჭი იმიტომ, რომ მწამს ახალი თაობა უნდა მოვიდეს, მე არ ვიყრი კენჭს არც საკრებულოში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

„რაც შეეხება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, ახალმა პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონი მიიღო, ამ კანონში შავი ხვრელივით იყო დატოვებული, რომ მთავრობას შეუძლია პარტიზანული მეთოდებით ქალაქის მერი ჩამოაცილოს თანამდებობას, ეს კანონი ამის საშუალებას აღარ მისცემს. არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდა იყოს გაუმჯობესება. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ მათი არჩევანი ფეხქვეშ არ იქნება გათელილი“,- აღნიშნა უგულავამ.

მისივე განცხადებით, მისი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საკრებულოში კენჭს არ იყრის, აიხსნება, იმით, რომ არჩეულ მერს სრულფასოვანი გუნდი სჭირდება იმისთვის, რომ მან შეძლოს დაპირებების შესრულება.

„მე ღრმად მწამს, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს და იქნება დამოუკდიებელი მერი. დღევანდელ საქართველოში ერთადერთი მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კანდიდატი ნიკა მელია ფართო სპექტრს დაარწმუნებს, რომ მისი არჩევა არის სწორი არჩევანი და ამიტომ, მე უარი ვთქვი მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ ყოველგვარი პარტიული ზეწოლა გამოირიცხოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42