ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დებატებისას კამათი გამოიწვია საქართველოს ეკონომიკურმა ვითარებამ და სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემულმა პრემიებმა.
ინგა გრიგოლიას კითხვაზე, საქართველოში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშრებით ზურაბ ჯაფარიძესა და გია ვოლსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
ვოლსკიმ იმ ვალებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის გათვლებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ქვეყანას დაუტოვა.
უმრავლესობის დეპუტატის მოყვანილ მაგალითს ზურაბ ჯაფარიძემ ტყუილი უწოდა:
გია ვოლსკი ჯაფარიძეს: გააჩირე ენა ბოლოს და ბოლოს, ცოტახანში გამოთიშეთ რა „მიკრაფონი“ ან რაღაც ქენით!
ზურაბ ჯაფარიძე ვოლსკის: მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია ბატონო გია და გააჩერეთ ენა, ესე ელაპარაკეთ თქვენს მეგობრებს, მე თქვენი მეგობარი არ ვარ.
მასალის გამოყენების პირობები






