საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას მკვდარი უწოდა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა ,,რეაქციაში“. ჯაფარიძემ უმრავლესობის წევრებს ,,უსაფრთხოების ბალიში“ შეახსენა, რომლის სარეზერვო თანხები, ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ გაფლანგა.
„სქართველოში ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, ეკონომიკა არის მკვდარი, ყველაფერი ფინანსდება ვალით, ყველაფერი მკვდარია, როცა იძახიან, რომ ჯანდაცვის პროექტი დაიწყეს და მშობიარობა გახადეს უფასო, ახალშობილი რომ იბადება, ის იბადება ვალით, ის დაბადებას იფინანსებს სამომავლო ვალით. ეკონომიკა ვეღარ გამოიმუშავებს ფინანსებს, შეჭამეთ გამოხარით 2 მილიარდიც, ჩვენ გვქონდა ბიუჯეტი სადაც არსებობდა ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც გილაურმა დაგიტოვათ. ეს ბალიში დღეს აღარ არსებობს. ნახევარი მილიარდი წავიდა, გაქრა, აორთქლდა. სოციალური ნაწილი 200 მილიონით არის გარღვეული. დიდხანს შეუძლია ამ მუქთახორა მთავრობას, რომ აიღოს ვალები და ამ ვალებით აფინანსოს შემდგომ რაღაც პროექტები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






