ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (V4) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები საქართველოში სტუმრად იქნებიან 2014 წლის 28–დან 30 მაისამდე. გარდა ვიშეგრადის გუფის პოლიტიკური დირექტორებისა დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ვიზიტის მიზანია, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის/DCFTA) ხელმოწერამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
დელეგაცია შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბ–ნ ირაკლი ალასანიას, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ–ნ ალექსი პეტრიაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბ–ნ დავით ზალკალიანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ქ–ნ თამარ ბერუჩაშვილს, საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ბ–ნ ზურაბ აბაშიძეს. დელეგაცია ასევე შეხვდება ევროკავშირის დელეგაციის მოქმედ ხელმძღვანელს, ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს და სასაზღვრო გამყოფ ხაზს ხურვალეთში.
2014 წლის 29 მაისს 15:30 საათზე უნგრეთის საელჩოში (თბილისი,0160, საბურთალო, ლვოვს ქუჩა 83) შედგება პრესკონფერენცია. უნგრეთის, პოლონეთის რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოების სახელით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე დასასწრებად.

მასალის გამოყენების პირობები






