იან ბზეჟინსკი: დასავლეთი ძუნწი და არაშორსმჭვრეტელია, საჭიროა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა
პოლიტიკა - 18:02, 23 May, 2014     1388

,,სანქციებს რუსეთს წინააღმდეგ, თან უნდა ახლდეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, - ციტირებს პოლონეთის სახელმწიფო სააგენტო ,,PAP“ ვაშინგტონში ექსპერტის მოხსენებიდან.

,, დასავლეთის ქვეყნების რეაქცია, რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, იყო აბსოლუტურად არასაკმარისი, გულდასაწყვეტი და არაეფექტური. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის აგრესია და აღმოსავლეთ უკრაინაში მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები, ჩვენ უნდა შემოვიღოთ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მხარდაჭერილი იქნება უკრაინისათვის სამხედრო გარანტიებით“, - განაცხადა ბზეჟინსკიმ.

მისი აზრით, უკრაინის გამო, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, არის სასჯელი მხოლოდ რამდენიმე ადამიანისა და რამდენიმე რუსული კომპანიისთვის.

ბზეჟინსკიმ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა და ამერიკამ მათ მიერ დაწესებულ პოლიტიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ეკონომიკა და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა თვისობრივად და მკაფიოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.

წლიური ,, მშპ“ ევროკავშირის ქვეყნების არის 12 ტრილიონი, ხოლო რუსეთის 2 ტრილიონი, რომელიც ცალკე აღებული მხოლოდ იტალიის მშპ-ს შეეფარდება.

,,მე მაოცებს, რომ ევროკავშირი ასე ძუნწად ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას აგრესიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის ეკონომიკა მისი ეკონომიკის მხოლოდ მეექვსედს წარმოადგენს. ეს ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია ევროკავშირში ნედლეულის ექსპორტზე. თავის მხრივ ევროკავშირი ფლობს მრავალფეროვან, გლობალურად ინტეგრირებულ ეკონომიკას. რუსეთი ევროკავშირისთვის გაზის საჭიროების მხოლოდ ერთ მესამედს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ევროკავშირს ეხიდება 16 მილიარდიანი ამერიკის ეკონომიკა“, - განაცხადა ბზეჟინსკიმ.

,, დასავლეთის მხრიდან არცოდნა და სურვილის არქონა, შემოიღოს მკაცრი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არაფერია თუ არა სიძუნწე, მორალური სისუსტე და სტრატეგიული ახლომხედველობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”, - აცხადებს ბზეჟინსკი .

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნატოს მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ გასაოცარია რადგან ის მხოლოდ ჯარების სიმბოლურ გადაადგილებას ეყრდნობა. ,,იმ ძალებთან შედარებით, რომლის მობილიზებაც მოახდინა პუტინმა, ნატოსა და მოკავშირეების მხრიდან ძალების მობილიზება, ძალიან მცირეა, ეს მხოლოდ სიმბოლურია, მართალია უკეთესია, ვიდრე არაფერი, მაგრამ ეს არ არის ძლიერი პასუხი. ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელიც პუტინს შეაშინებდა“, - აცხადებს ექსპერტი. მისი აზრით, უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, იმიტომ, რომ ის თავისი სიდიდით, რუსეთის შემდეგ, მეორე ქვეყანაა ევროპაში - 46 მილიონიანი მოსახლეობით, მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ნაყოფიერი მიწებით, რომელიც გადაშლილია ევროპისა და ევრაზიის გზაჯვარედინზე.

,,მე ვფიქრობ, რომ რუსეთს რომ მისცენ უფლება უკრაინაზე ჰეგემონიის, არასოდეს გახდება პოსტიმპერიული ქვეყანა, ხოლო იმპერია დიდი ძალისხმევით ექვემდებარება დემოკრატიულ ცვლილებებს. გაგრძელება იმპერიული პოლიტიკის რუსეთს მიიყვანს დასავლეთთან გრძელვადიან კონფრონტაციამდე. ამიტომაც, გასაგებია, რატომ არის უკრაინა ასე მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის. პუტინის მიზანი მკაფიოდ განსაზღვრულია - ის ისწრაფვის კვლავ დაუმორჩილოს უკრაინა რუსეთს“, - აღნიშნავს ბზეჟინსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42