"ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი"
პოლიტიკა - 17:08, 23 May, 2014     1483

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი“, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაცია ავრცელებს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ის ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

თუმცა, კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილია,რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურია და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის (ა) ქვეპუნქტიც სწორედ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

როგორც ცნობილია, ასოცირების შეთანხმების პარაფირება მთავრობის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოხდა, რაც თავისთავად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განხორციელების აქტს წარმოადგენს. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს ქვეყანა. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს პრემიერმინისტრზე ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირზე. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ხელშეკრულებას ხელს სხვა პირი მოაწერს",-ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცახდებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42