რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში , საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
"საიდან დაიწყო უკრაინის კრიზისი? იმის გამო, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ამას მოჰყვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალება, დაიწყო ქაოსი, ახლა კი სახეზე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი გვაქვს.
ჩვენ რომ ყირიმი რუსეთისთვის არ შეგვეერთებინა, იმაზე მეტი ტრაგედია გვექნებოდა, ვიდრე ახლა ვხედავთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში. თუნდაც ოდესაში, სადაც უიარაღო ხალხი დაწვეს. ჩვენ არ დავუშვით მსგავსი ტრაგედია ყირიმში და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცით. ევროკავშირი ლოზუნგების მეტს, არაფერს გვთავაზობს", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






