ალასანია: მართლაც საოცარი და ძალიან მომზადებული სამხედრო პილოტები გვყავს
პოლიტიკა - 15:31, 23 May, 2014     1385

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია მარნეულის საავიაციო ბრიგადაში იმყოფებოდა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირველად ქვედანაყოფის შტაბს ესტუმრა. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა მინისტრს საავიაციო პარკის განვითარების გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შტაბიდან ირაკლი ალასანიამ საავიაციო ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლა და პირად შემადგენლობას გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მოინახულა. დასრულების ეტაპზეა ლაზარეთი, საქვაბე და ბატალიონის შტაბის შენობა; კოსმეტიკური სამუშაოები უტარდება ყაზარმას. უახლოეს დღეებში დაიწყება ბაზის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

მარნეულის საავიაციო ბრიგადაში სტუმრობა თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ფრენებში მონაწილეობით დაასრულა.

"დღეს, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, მარნეულის საავიაციო ბაზაზე ვართ. მიმდინარეობს ბაზის შემოწმება. მონაწილეობა მივიღე საწვრთნელ გაფრენაშიც. მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ მართლაც საოცარი და ძალიან მომზადებული სამხედრო პილოტები გვყავს. ჩვენ ასევე, მოვისმინეთ 2020 წლამდე განვითარების გეგმა, რომელსაც გენერალური შტაბი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. მინდა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით, თანმიმდევრულად განვავითარებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. არავის წინააღმდეგ არ ვაპირებთ შევიდეთ საომარ მოქმედებებში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება - ქართული ჯარის განვითარებას წინ ვერაფერი აღუდგება" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42