დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაო პროცესს დააკვირდებიან საერთაშორისო ექსპერტები. ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი ლიტველი და ავსტრიელი ექსპერტები ადგილზე ქართველ გეოლოგებთან ერთად 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ.
ექსპერტები საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოდიან, დღესვე დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებსა და სამძებრო ოპერაციებთან დაკავშირებით კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა.
„დარიალის ხეობაში პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ის, რომ მდინარე დაუბრუნეს თავის კალაპოტს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ძალიან დიდი მასა არის წამოსული ღვარცოფის შედეგად. საუბარი არის იმაზე, რომ რამდენიმე სატვირთო ავტომობილი არის მოყოლილი და უახლოეს დღეებში, როდესაც დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, გვეცოდინება სრული ინფორმაცია დაღუპულებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






