„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გამარჯვება, იმიტომ რომ ეს პრემიები გაცემული იყო 5 თვის წინ, დარწმუნებული ვარ ამის საქმის კურსში იყო მინისტრიც და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ სანამ ჩვენ არ გავასაჯაროეთ ეს ასტრონომიული ციფრები, მანამდე ეს არავის არ გაუპროტესტებია, ყველანი ცხოვრობდნენ ბედნიერად, უბრალოდ მათ დისკომფორტი შეექმნათ ამ რიცხვების გასაჯაროების და საზოგადოების ძალიან მწვავე რეაქციის შემდეგ.
ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენის მხრიდან ასეთი მონიტორინგი არის აბოლუტურად გამართლებული, იმიტომ, რომ ასევე ჩვენი მონიტორინგის და ასევე საზოგადოების გამარჯვებად შეგვიძლია ჩავთვალოთ თავის დროზე ფარცხალაძის გადაყენება, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მექრთამე ქადაგიშვილის გადაყენება, ისიც გაათავისუფლეს სამსახურიდან და გენერალური ინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის გადაყენება, ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ამ მონიტორინგს აუცილებლად გავაგრძელებთ ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვენლოვანია ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ აქ მინდა ვთქვა, რომ დარბაისელის გადაყენება მას ვერ გაათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან როგორიც არის ამხელა პრემიების გამოწერა, ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული ფაქტი“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






