უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.
„მივმართავ ევროკავშირის ხელმძღვანელობას! იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, არასტანდარტული სიტუაცია შეიქმნა;
იმის გამო, რომ გვყავს უსაზღვროდ ამბიციური პრემიერ-მინისტრი ჰაკიმ ფაშა და ასევე უსაზღვროდ "რანიმი" პრეზიდენტი - მარგველაშვილი, გთხოვთ დაუშვათ გამონაკლისი და ხელმოწერის ნაცვლად ხელ-ფეხმოწერის, ან ორი ხელით ხელმოწერის უფლება მოგვცეთ.
იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თქვენთვის უპრეცენდენტო მოქნილობას გამოიჩენთ, შანს მისცემთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს რაღაცნაირად გადაინაწილონ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღწეული წარმატება და დაიკმაყოფილონ განსხვავებული ამბიციები“, - წერს ხაჩიძე.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






