საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება. ფანჯიკიძის თქმით, საქართველო არავის წინააღმდეგ არ დებს ხელშეკრულებას ევროკავშირთან.
,,ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვდებთ ამ ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ხელშეკრულება იდება იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო კარგი, გახდეს უფრო დემოკრატიული, გახდეს უფრო აყვავებული და უფრო საინტერესო ნებისმიერი მეზობლისთვის", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არასასურველად მიიჩნევს და ოფიციალურ თბილისს დაფიქრებისკენ მოუწოდებს. ლუკაშევიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათვითცნობიეროს ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგები.
მასალის გამოყენების პირობები






