“კონსტიტუციის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება გიორგი მარგველაშვილს აქვს“, - ამის შესახებ "მაესტროს ცხრიანში" საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში, პრეზიდენტი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად ბრიუსელში ვიზიტისთვის მზად არის.
"27 ივნისს ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურების ძალან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. შესაბამისად, გიორგი მარგელაშვილმა კონსტიტუციაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მას აქვს უფლება მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გაზიარებული ბევრი კონსტიტუციონალისტის მიერ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც უნდა დაფიქსირებულიყო. ეს არის ცალსახად პრეზიდენტის ხელმოსაწერი დოკუმენტი, კონსტიტუციის მიხედვით. მაგრამ ამავე დროს ეს ხდება მთავრობასთან შეთანხმებით და თუ იქნება ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა პრეზიდენტი მზადაა ბრიუსელში ეს ვიზიტი განახორციელოს. თუმცა, ამავე დროს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ არ დაიწყებს ის ამაზე გამოდავებას", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






