უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჯაფარის თქმით, თუ ჰესი არ აშენდება, მომავალში ელექტროენერგიის დეფიციტი იქნება.
ჩვენ ვამბობთ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. თუ ხუდონჰესი მომავალ წლებში არ აშენდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ენერგომომარაგებაში გვექნება დეფიციტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს უფრო მეტი იმპორტის განხორციელება. რაც სამწუხაროა, რადგან ამის ერთადერთო წყარო არის რუსეთი, ანუ უფროდაუფრო რუსეთზე გავხდებით დამოკიდებული. ეს არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი არის ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ჩვენი შიდა ჰიდრო რესურსებით ნაწარმოები ელქტროენერგიის. ეს ნიშნავს, რომ მოგვიწვეს ელექტროენერგიაზე ტარიფები მუდმივად გავზარდოთ. ეს კი, გადახდის თვალსაზრისით, ჩვენი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის იქნება წნეხი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. მაგრამ, უნდა მოხდეს შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან. მესმის, რომ ეს არის რთული პროცესი, მაგრამ უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






