კარატეს ეროვნული ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 24-25 მაისს მაისს „არენა ერთში“ „ოფენ ჯეორჯია“ კარატეში ჩემპიონატი გაიმართება.
წლევანდელი „ოფენ ჯეორჯია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი პატრონაჟით ტარდება.
ჩემპიონატს წელს უკვე 20 ქვეყანა ეწვევა და 1000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს პრესტიჟული მედლისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასპარეზობაში ჩაერთვებიან ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
„აქვე ვამცნობთ ქართული კარატეს გულშემატკივრებს, რომ მომდევნო წელს, მსოფლიოს კარატეს ფედერაციის გადაწყვეტილებით, „ოფენ ჯეორჯია“, უმაღლესი ლიგის ჩემპიონატთა სიაში შევა, რაც საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და პოპულარობის მომტანია“, -განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
მასალის გამოყენების პირობები






