უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართავს
პოლიტიკა - 17:37, 22 May, 2014     1435

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ც.კ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ც.კ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, მოქალაქე ც.კ.-ს საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ 2013 წლის 13 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას განხორციელებული საექიმო-სამედიცინო პუნქტის ყოფილი ექთნის ც.კ.-ს შემოწმება-დათვალიერებისას, შესაძლოა დაარღვიეს ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ც.კ.-ს სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში შესვლისას არ მომხდარა მისი მხოლოდ გარეგნული შემოწმება - ტანსაცმელზე ხელის შეხებით ან სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით, არამედ მოხდა მისი ტანსაცმლის გახდის შემდეგ სხეულის ხელით შემოწმება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოწმება და ჩხრეკა - ორივე არის ისეთი შემზღუდველი ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. თუმცა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩარევის ინტენსივობითა და ხასიათით.

სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორს, საბადრაგო სამმართველოს ან/და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს მსგავსი უფლებამოსილება კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42