უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შსს მოსასმენ აპარატურას აღმოაჩენს . როგორც ხაჩიძე „ფეისბუქზე“ სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, კუდი-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ახლა ხელისუფლებსთან თანამშრომლობს, მოსასმენი აპარატის დაკარგვის ფაქტს ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშილს დააბრალებს.
„ჩემთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით ვაცხადებ: უახლოეს დღეებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს "აღმოაჩინოს" თავისივე მოსასმენი აპარატურა, ე.წ. {პორტატული}.
ამის შემდეგ, კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია წარმატებულად თანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან, ამ "აღმოჩენას" დაადასტურებს.
ამასთან ზ.ა. თანამშრომელი, დიდი ალბათობით, პორტატული მოსასმენი აპარატის "დაკარგვის" ფაქტს ვანო მერაბიშვილს დააბრალებს.
ამ ყველაფერს იმიტომ არ ვწერ, რომ ქ-ნ ლელა კაკულიას გავუწიო კონკურენცია.
პრევენციაა, იქნებ შსს-მ და მინისტრმა ჭიკაიძემ, ცოტა მეტი ფანტაზია გამოიჩინოს“, - წერს ხაჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






