საქართველო სპარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისისიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს მიმართავს:
"ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს საძირკვლის, ფუნდამენტის გამაგრებაზე, ამიტომ ვთხოვ ყველას, ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ამ თემას მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. თითოეული ნათქვამი სიტყვა, დასმული კითხვა ნუ იქნება უსაგნო, უსაფუძვლო და პოლიტიზირებული, გადაყვანილი პოლიტიკური დაპირისპირებისა და პიროვნულ ჭრილში. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტს ვქმნით და უნდა მოვინდომოთ, რომ ყველა საკითხი კარგად გავაანალიზოთ, კარგად განვიხილოთ. ექსპერტებსაც ვკითხოთ მოსაზრებები და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვსაზღვროთ და არა ის ახლა, ვინ ვის რაში ედავება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






