ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია
პოლიტიკა - 10:24, 22 May, 2014     1278

დღეს ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თქვენთან ერთად, აქ, ბრიუსელში, რათა ერთად გადავხედოთ საქართველოს წარსულის გაკვეთილებს, მიმოვიხილოთ ჩვენი პარტნიორობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები, “- მიმართა მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინიტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 1918 წლის 26 მაისი გაიხსენა, როდესაც საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში.

მანვე ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმ გზაზე, რომელიც საქართველომ განვლო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

“წელს ევროკავშირი ზეიმობს აღმოსავლეთით გაფართოების 10 წლისთავს. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმ უდიდესი სარგებელისა, რომელიც ევროკავშირის ამ ისტორიულმა გაფართოებამ მოუტანა, როგორც ახალ წევრ ქვეყნებს, მათ მოსახლეობასა და ეკონომიკას, ასევე ძველ წევრ-სახელმწიფოებს. მან მიგვიყვანა უფრო ფართო, ერთიან ბაზრამდე, მნიშვნელოვანი ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებით. შედეგად მივიღეთ უფრო კონკურენტუნარიანი ევროპა და შესაძლოა, ამან ევროპელებს შეახსენა, რომ ევროკავშირი წარმოადგენს არსებითად პოლიტიკურ პროექტს, რომელიც მოწოდებულია განავრცოს მშვიდობა და დემოკრატია მთელს კონტინენზე.

საქართველო ამ ოცნების მოზიარეა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია ასევე შევიტანოთ გარკვეული წვლილი ამ ევროპული პროექტის შემდგომ წარმატებულ განხორციელებაში. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია. ისმის კითხვა, რამდენად შორს და რამდენად სწრაფად შეგვიძლია წინსვლა ამ გზაზე? რამდენადაც ევროპარლამენტის არჩევნები ხვალ იწყება, იმედს გამოვთქვამ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ქართველი ხალხიც გახდება ამ უდიდესი დემოკრატიული მოვლენის მონაწილე, “ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42