ირაკლი ალასანია პრემიების საკითხს ეხმაურება
პოლიტიკა - 09:42, 22 May, 2014     1814

თავდაცვის მინისტრი პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი მინისტრობის პირობებში არც მას და არც რომელიმე მის მოადგილეს პრემია არ მიუღიათ.

”მინიმუმ ბოლო 3 თვის განმავლობაში, მთავრობის სხდომებზე არაერთხელ გვქონდა მსჯელობა რომ ეს რეგულაცია შესამუშავებელია და მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი ამაზე უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს. მე მგონი, საერთაშორისო კუთხითაც არიან ორგანიზაციები ჩართულნი და ეს უნდა დარეგულირდეს. მე მგონია რომ როდესაც საჯარო სამსახურის და მათი სარგოების შესახებ კანონი იქნება მიღებული და გათანაბრდება ყველა საჯარო მოხელის ანაზღაურება და ერთიან რაციონალურ ჩარჩოში მოექცევა, უფრო გასაგები და ლოგიკურიც იქნება საზოგადოებისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან რა თანხა იხარჯება საჯარო მოხელეებზე. ბუნებრივია, რომ თანხა უნდა იყოს შესაბამისი იმისა, თუ რა სამუშაოს ასრულებს ესათუის თანამდებობის პირი. ამიტომ მე ველოდები, რომ ეს რეგულაცია მოხსნის სხვა საკითხებსაც და პრობლემებსაც. ხელისუფლებაში რაც მოვედით, თავდაცვის სამინისტროში არც მინისტრს და არც მოადგილეს პრემია არასოდეს აუღიათ. ჩავთვალეთ, რომ ქვეყანაში არსებულ საერთო ფონთან შედარებით მაღალი იყო. თავდაცვის სამინისტროში გამოყოფილი საპრემიო თანხა ყოველთვის იხარჯება საშუალო და დაბალი თანამდებობის პირებზე, იმიტომ რომ მათ შევუვსოთ და წავახალისოთ. ჩვენ ალბათ ერთ-ერთი პირველი უწყება ვართ, რომელმაც ეს წესი უკვე შეიმუშავა და პრემიერების ჩვენი სისტემა გვაქვს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნატო-ს შეფასებებშიც ძალიან სწორად იქნა აღნიშნული. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ანგარიშდება ხელფასი კანონით, ეს ისე ხდება, როგორც დღესაა და თუ კანონი შეიცვლება, ბუნებრივია შეიცვლება დაანგარიშების პირობებიც. მთავარი არის რომ ყველა თეთრი, რომელიც მოდის თავდაცვის სამინისტროში, ის მიდის ჯარისკაცამდე. პირველი, რაც თავდაცვის სამინისტროში გავაკეთეთ, ის იყო, რომ 25%-ით გაიზარდა ყველა სამხედრო მოსამსახურის ხელფასი. მეორე, რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ 300 დოლარით გაეზარდა ხელფასი საერთაშორისო მისიებში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურეს. მესამე იყო ის, რომ ყველას ჯანდაცვითი მომსახურება გათანაბრდა – მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და ჯარისკაცს ჯანდაცვის ერთნაირი უზრუნველყოფა აქვთ. ამასთან, დაახლოებით 1 000-მდე ბინა უკვე გადაეცათ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ცალკე გვაქვს ჩვენი დაჭრილი მეომრების პროგრამა. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ მორალური და ფსიქოლოგიური მოტივაცია ჩვენს ჯარში ძალიან მაღალია სწორედ ამ ნაბიჯების გამოც. მე დარწმუნებული ვარ რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალში საშუალებას მოგვცემს რომ მეტი გავუკეთოთ ჩვენს ჯარისკაცებს”,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42