საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 19:37, 21 May, 2014     1573

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა თამარ ჟვანიასთან თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განვლილი არჩევნები განიხილა. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მოყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. პრეზიდენტმა ყურადღება მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საარჩევნო პროცესი ბევრად უკეთ უნდა წარიმართოს, ვიდრე გასულ წლებში. ქვეყნის პირველი პირი არსებული პრობლემებითაც დაინტერესდა და განაცხადა, რომ არჩევნების წარმატებულად ჩასატარებლად ძალისხმევა არავინ უნდა დაიშუროს.

„უპირველესად, ქალბატონ თამარს მადლობა გადავუხადე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ძალიან კარგად ჩატარებისთვის. ასევე ხაზგასმით ავღნიშნე, რომ ყველა ვამაყობთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებით, რადგან ეს უაღრესად გვიადვილებს ურთიერთობას ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ამასთან, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არამედ ქვეყნის შიგნითაც, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ირწმუნა, რომ შესაძლებელია ხელისუფლების ლეგიტიმურად შეცვლა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი კი ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციაა. ბუნებრივია, ჩვენი სურვილი და ამბიცია არის არა მარტო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არაფრით არ ჩამოუვარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნების ხარისხს, არამედ შეესაბამებოდეს ბევრად უფრო მაღალ სტანდარტს. სწორედ აქედან გამომდინარე, განვიხილეთ აჟამად არსებული ვითარება, რა სირთულეების წინაშე ვდგავართ და რამდენად მოწადინებული ვართ ყველა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიის პრინციპების დაცვით გაიმართოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42