დარიალის ხეობაში მეწყერში მოყოლილი ავტომობილი ამოიყვანეს
პოლიტიკა - 18:48, 21 May, 2014     3408
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მიწის მასაში მოყოლილი ავტომობილი ამოიყვანეს. სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრმა დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწყერის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასაში მოყოლილი ერთი სატვირთო ავტომობილი დღეს ამოიყვანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკის საშუალებით ლარსის მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები. მაშველები ასევე აწარმოებენ სხვა სატვირთო ავტომანქანების საძიებო სამუშაოებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო. საგუშაგოებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს, დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მეწყერში მოყოლილია 3 სატვირთო ავტომობილი. ასევე, სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და მოყოლილია რამდენიმე პირი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42