რას შეპირდა პუტინი ბაროზოს
პოლიტიკა - 18:14, 21 May, 2014     1830
ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებებს ასოცირების ხელშეკრულებაზე.

"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ჩვენ თანამოაზრეებს განვუცხადეთ შეხვედრებზე, რომ ნამდვილად არ ვართ დაინტერესებულები ამ ურთიერთობების გაუარესებით. ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს პატივს უნდა სცემდეს. უკრაინას უფლება აქვს მოაწეროს ჩვენთან ხელშეკრულებას ხელი, ისევე, როგორც საქართველოს.

რუსეთს გააჩნია უფლება სხვა მხარეებთან გააფორმოს ხელშეკრულებები, ამას ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით და ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ XXI საუკუნეში არ შეიძლება კონფრონტაციის, ცივი ომის ლოგიკის გამოყენება, გავლენის სფეროების გადანაწილების მიდგომები", - განაცხადა ბაროზომ.

ბაროზომ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა და ვლადიმერ პუტინის მიერ მიცემული დაპირებაც გაიხსენა:

"უკრაინის ბოლო მოვლენებამდე პრეზიდენტი პუტინი ბრიუსელში იმყოფებოდა ვიზიტით და მე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა განვუცხადეთ ნათლად და გახსნილად პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ ველოდებით, რომ იგი ხელს არ შეუშლიდა მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებს, რომელსაც საქართველოსთან ვამზადებთ და მან მოგვცა დაპირება, რომ ასე არ მოიქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი სრულად სცემს პატივს საქართველოს სუვერენულ უფლებას, გააფორმოს ხელშეკრულება ევროკავშირთან", - აღნიშნა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42