„ევროკავშირი მხარს უჭერს გამთლიანებულ საქართველოს“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზდენტმა მისი და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟოზე მანუელ ბარუზუს თქმით, ერთი თვის განმავლობაში მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის საკითხს.
„ევროკომისიამხარს უჭერს გამთლიანებულ საქართველოს. ერთი თვის მანძილზე ჩვენ უკვე განვიხილავთ საქართველოს ევროკაშირის ორმხრივ ურთიერთობას თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ. ეს არის მნიშვლენოვანი მომენტი და ეს გვპირდება კეთილგანწყობილი ბიზნეს გარემოს შექმნას“,-განაცხადა ბაროზუმ
ევროკიმისიის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისთვის.
„ივნისში საქართველოს ვეწვევი და მივიღებ თქვენს გულითად შეთავაზებას და მე შევხვდები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და ეს არის სწორედ ის ასპარეზი , სადაც ჩვენ ასოცირები ხელშეკრულება ნამდვილად გვპირდება გრძელვადიან ურთიერთობას“,-განაცხადა ბაროზომ
მასალის გამოყენების პირობები






