"დღეს 21 მაისია და გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ უკვე 1 წელია, რაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. ზუსტად 1 წლის წინ დააპატიმრეს იგი და ამ დაპატიმრების მიზეზები ყველასთვის ცნობილია - ეს არის მიმართული აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ, მის დასასუსტებლად და გასანადგურებლად, რაც იყო და არის ივანიშვილისა და მისი მმართველობის დეკლარირებული მიზანი. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს გენერალურ მდივანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვების კვალდაკვალ არა მხოლოდ საქართველოს ავამუშავებთ, არამედ მოვიპოვებთ ჩვენი მეგობრების, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ვანო მერაბიშვილის თავისუფლებას...", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
გიორგი გაბაშვილმა თანამებრძოლებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს პარტიის გენერალური მდივნის გულითადი მოკითხვა გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






