გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
პოლიტიკა - 16:20, 21 May, 2014     1051

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ნავანეთემ პილაის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს. ყურადღება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. როგორც ნავანეთემ პილაიმ აღნიშნა, ამ ვიზიტის შემდეგ გაერო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სწორედ ამ თემას და ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს ვითარების გამოსასწორებლად. მან დადებითად შეაფასა ის მეთოდები და მექანიზმები, რომლებსაც საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით იყენებს და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არსებული ტენდენცია კვლავაც უნდა გაგრძელდეს. გაერო-ს კომისარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში ამ მხრივ შემუშავებულ სტრატეგიას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მიღწეული პროგრესი დადებითად აისახება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გაეროს უმაღლეს კომისარს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ 2015 წლის სესიაზე გაეროს წევრი ქვეყნები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნული საბჭოს საქმიანობას და გამოთქვა მზაობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს არჩევის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების განვითარების თვალსაზრისით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42