მოროშკინა ,,საქართველოს ბანკს"დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 16:15, 21 May, 2014     2312

ლალი მოროშკინა სასჯელარსრულების დეპარტამენტს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეს არის მისი ბოლო კომენტარი.

მოროშკინამ „პირველ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკიდან ამონაწერები მიიტანა, რომელიც მისი თქმით, წელიწადნახევრის გამავლობაში მის მიერ აღებულ ხელფასებს და პრემიებს ასახევს. როგორც მოროშკინა ცხადებს, საბოლოო ჯამში ეს არის ზალიან პატარა თანხა.

„შესაბამისად, მე მაინტერესებს, რის საფუძველზე გააკეთეს განცხადება, რომ მე მაქვს 30 000 აღებული. აქ იკვეთება დანაშაული და დისკრედიტაცია “საქართველოს ბანკის”, რადგან მე ამ ბანკში ვიღებ ხელფასს და ცხადია, რომ იყოს 30 000 დარიცხული, თქვენ ამას აქვე დააფიქსირებდით. მათ თანამონაწილედ გამოყვანეს, რომ მათთან ერთად მეც მქონია პრემიები აღებული. თუ ეს ქეშად ავიღე, ეს სისხლის სამართლი დანაშაულია, რომლის გამოც მეც უნდა ვისჯებოდე – როგორც ამღები და დეპარტამენტის თავმჯდომარე - როგორც გამცემი. ამ შემთხვევაშიც კანონი დარღვეულია”, - განაცხადა მოროშკინამ.

მოროშკინას თქმით, მას 1600 ლარი აქვს ხელფასი, პრემია კი გაცილებით ნაკლებია, რომელიც ყოველთვიურად არცაა გამოწერილი. პირველი 6 თვე პრემია საერთოდ არ გაცემულა.

რაც შეეხება, ბრალდებას, რომ ლალი მოროშკინა მანქანას ითხოვდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველის თქმით, მან სამსახურეობრივ ავტომობილზე უარი თავად თქვა და საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა.

“მაქვს აქტი, რომელიც 2013 წლის 24 ივლისით თარიღდება, როდესაც “პეჟოს” მარკის მანქანა, რომელიც თანამდებობრივად მეკუთვნოდა, ავიღე და დეპარტამენტს ჩავაბარე, ვუთხარი, რომ მე მყავდა საკუთარი მანქანა და რა საჭიროა, სახელმწიფოს მანქანით დავდიოდე-მეთქი, თუმცა დეპარტამენტის მანქანა დიდი კომფორტი იყო, რადგან მას დაბურული მინები ჰქონდა“, - აღნიშნა მოროშკინამ.

მისივე თქმით, შარშან სექტემბერში მომხდარი სტიქიის გამო, მის პირად მანქანას მეხი დაეცა მაშინ, როდესაც მოროშკინა სამსახურეობრივ საქმეზე იმყოფებოდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ავტომობილის შესაძენად 27-000 ლარიანი სესხი აეღო.

ლალი მოროშკინა სამსახურიდან მისი გათავისუფლების გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. მისივე თქმით, იგი გეგმავს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42