SFED რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატებზე ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
პოლიტიკა - 15:51, 21 May, 2014     780
ISFED–ის იურისტი ნინო ჯანაშია აცხადებს, რომ ნორმა, რომლის თანახმადაც ფოთისა და რუსთავის მერობის სახელისუფლებო კანდიდატებს ცესკომ რეგისტრაცია არ გაუუქმა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ამიტომ ის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ახალი ნორმის თანახმად მერობისა და გამგებლობის კანდიდატად დარეგისტრირებული პირი არჩევნების ჩატარებამდე 2 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა ნინო ჯანაშია მიიჩნევს, რომ არასაკმარისად არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება:


,,არსებობს მხოლოდ სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ორწლიანი ცხოვრება განისაზღვრება მისი ჩართულობით საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც აბსოლუტურად არასაკმარისი განმარტებაა. ვფიქრობთ, რომ ცესკომ, რაღაც კრიტერიუმები მაინც უნდა შეიმუშაოს ამ ცხოვრების განმარტების”, – აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტი ნინო ჯანაშია და დასძენს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გორის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევისგან განსხვავებით, სხვა მოცემულობები იყო ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ:


“ოქრუაშვილი აშკარად არ ცხოვრობდა საქართველოში ბოლო 2 წელი, ის ცალსახად არ იყო საქართველოში და არ ეკუთვნოდა მერობის კანდიდატად დარეგისტრირება. თუმცა ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან მიმართებაში სხვა კაზუსებია. ფოთის მერობის კანდიდატი მივლინებით მიდიოდა სამსახურეობსრივი მოვალეობის შესასრულებლად და რუსთავის მერობის კანდიდატი საერთოდ სწავლობდა სხვაგან.


ფაქტი, რომ კანდიდატები საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, იმასნიშნავს, რომ ისინი რეზიდენტები იყვნენ იმ ქვეყანაში. საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ჩატარდეს ხმას აძლევთ თქვენი საკონსულო აღრიცხვის ტერიტორიიდან, შესაბამისად რეზიდენტად ითვლებით იმ ქვეყანაში. თუკი ცესკო ამას არ ეთანხმება, მაშინ ეს უნდა განმარტოს”, – აცხადებს ჯანაშია.


ჯანაშია მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი 6 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლობდა და არ იმყოფებოდა საქართველოში, ის ამ 6 თვის მანძილზე ვერ მიიღებდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.


“ფოთის მერობის კანდიდატი, კაკულია, რომ წასულიყო ყოველ თვეში თუნდაც 1 კვირა და არ ყოფილიყო საკონსულო აღრიცხვაზე, მაშინ უფრო თამამად ვიტყოდით, რომ ეს ადამიანი მიდის სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, საქართველოს რეზიდენტია და არსად არ არის საკონსულო აღრიცხვაზე. მაგრამ როგორც ვიცი თვეობით მიდიოდა ყაზახეთში და საკონსულო აღრიცხვაც ამან გამოიწვია. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვეთანხმებით ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილებას",- ამბობს ჯანაშია და მიიჩნევს, რომ

არჩევნების შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება მსჯელობა ISFED-ი აუცილებლად შესთავაზებს პარლამენტს, რომ დაზუსტდეს დეტალები, რადგან ამ ნორმამ ძალიან ბევრი ბუნდოვანება გამოიწვია.


ჯანაშია განმართავს, რომ ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42