დარიალის ხეობაში ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურია მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს როგორც საავტომობილო, ასევე საჰაერო გზით დახმარებას აღმოუჩენს.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკები მობილიზებულია ყაზბეგში და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:
„გუშინდელი მდგომარეობით, რაიმე სახის ჯანდაცვითი აქტივობა აქტუალური არ არის, იქ მზადყოფნაშია ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობის სამსახური, ევაკუაცია შესაძლებელია, თუ ამის საშიშროება აღმოჩნდა, ნებისმიერ დროს, როგორც საჰაერო, ასევე საავტომობილო, ყაზბეგის საავადმყოფოში ყველა პირობა არის იმისთვის, რომ პირველადი დახმარება აღმოუჩინონ პაციენტებს, სამუშაო ველი ძირითადად არის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სამინისტროების“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






