კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წარმომადგენელები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
როგორც კოალიციის წევრები შმაგი ჩოხელი და ვასო ურუშაძე მიიჩნევენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკვე ყოფილი თანამშრომლის ლალი მოროშკინს განცხადებების საფუძველზე გამჭირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„ჩვენი მოთხოვნაა შეიქმნას და გამოვლენილ იქნას ყველა დამნაშავე და თანამდბობიდან იყვნენ გათავისუფლებული დიმიტრი დარბაისელი და სოზარ სუბარი, დანაშაულის დაფარვისთვის. გამორიცხულია რომ, მინისტრს ეს ინფორმაცია არ ჰქონოდა. ჩვენ მოვითხოვთ ასევე პასუხისგებაში მიეცეს ოთარ ფარცხალაძე და მათ, ვისაც წვლილი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშრებით. იმ ფონზე, როცა ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის „ გენერალური მდივნის მიმართ ხელისუფლება ჩადის ასე უნიათო საქციელს, რომლის მიმართაც მიქცეულია მთელი მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც აღმოჩნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი“,-განაცხადეს კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წარმომადგენმელმა
მასალის გამოყენების პირობები






