თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოვა
პოლიტიკა - 11:11, 21 May, 2014     1107

თბილისში, 22-23 მაისს ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოდის. ვიზიტის მიზანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა წარმოადგენს.

დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის წარმომადგენლები: ზია ცაგა ტენიარი, რეგინა კინერი, სლავიცა ბანიჩი, მაიკლ ფრენდო, ლუჩიან მიჰაი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს სახელმწიფო საკონტიტუციო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, სახელმწიფო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან და სამუშაო ჯგუფების წევრებთან.

ეს არის ვენეციის კომისიის პირველი ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირობებში. შეხვედრები დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების ფორმატში. ექსპერტების ძირითად მიზანია საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა, რჩევებისა და გამოცდილების გაზიარება.

როგორც ცნობილია, ვენეციის კომისიის თანამშრომლობა საქართველოსთან საკმაოდ ხანგრძლივ ისტორიას ითვლის. თავად ვენეციის კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეს საკონსტიტუციო რეფორმების კონსულტირება წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმატებული საქმიანობისთვის, ვენეციის კომისიის ექსპერტთა რჩევები და შემდგომი დასკვნები უდავოდ პრიორიტეტულად განიხილება.

ვენეციის კომისია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრას ხვალ დილიდან იწყებს. პირველი შეხვედრა იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთანაა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42